არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნივ: სკოლა სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის (იაპონია); ქვემოთ მარცხნივ: სარაიონო კონგრესი პანამაში; მარჯვნივ: შეერთებულ შტატებში ჩატარებულ სარაიონო კონგრესზე დები ერთმანეთს ეხუტებიან.

28 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ცოცხლად ჩატარებული სარაიონო კონგრესები და თეოკრატიული სკოლები

ცოცხლად ჩატარებული სარაიონო კონგრესები და თეოკრატიული სკოლები

თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ 2023 წლის იანვრიდან კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა, სარაიონო კონგრესებზე ერთად შევკრებილიყავით. გარდა ამისა, არაერთ ქვეყანაში განახლდა თეოკრატიული სკოლების პირისპირ ჩატარება. ამ პერიოდის განმავლობაში აშკარად დავინახეთ, რომ იეჰოვას მხარს გვიჭერს.

დაახლოებით 200-მა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა ვილიაერმოსაში (ტაბასკოს შტატი, მექსიკა) მდებარე საკონგრესო დარბაზის დასუფთავებაში. იქ ჩასასვლელად ზოგმა დაახლოებით 6 საათი იმგზავრა. ერთი და ამბობს: „დიდი ხანია, ერთად შეკრებილი ამდენი და-ძმა არ გვინახავს. გვიხარია, რომ შესაძლებლობა გამოვიყენეთ და ჩვენც მივიღეთ დასუფთავებაში მონაწილეობა“.

ქრაუნსვილიში (მერილენდი, აშშ) გამართულ კონგრესზე ერთმა დამ აღნიშნა: „სიხარულისგან ცრემლებს ვერ ვიკავებ, რაც მოვედი, ვტირი. ხელსახოცები სულ გამითავდა, არადა მთელი დღე ჯერ კიდევ წინაა. ამ გრძნობას არაფერი შეედრება“.

და-ძმები სარაიონო კონგრესზე (კაგუასი, პუერტო-რიკო)

არაერთი ფილიალის ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა სამეფოს მახარობელთა სკოლა და სკოლა სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის. ფლორიდაში გამართული ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, ჯოვანი კაბესასმა, აღნიშნა: „ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარა იმის გაგებამ, რომ ცოცხლად ჩავატარებდით სკოლებს. საოცარი გარემო იქმნება, როცა მასწავლებლები, მოსწავლეები და მოხალისეები მთელი გულით და სულით არიან ჩართული იეჰოვას საქმეში“.

და სატოკო ნაკატა, რომელმაც 2023 წლის იანვარში ქმართან ერთად გაიარა სკოლა სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის, თქვა: „ძალიან სასიამოვნო იყო ზუმით კრების შეხვედრებსა და პიონერულ სკოლებზე დასწრება, თუმცა ჭირდა ერთმანეთთან ურთიერთობა და ერთმანეთის სიცილის ან სიმღერის გაგონება. ცოცხლად რომ დავესწარი სკოლას, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს იეჰოვამ საჩუქარი გამიკეთა. ახლა უკვე შეგვეძლო ერთმანეთთან გვესაუბრა, გვეჟრიამულა, ერთად გვემღერა და ზოგჯერ გვეტირა კიდეც. უდიდეს მადლობას ვუხდი იეჰოვას და ხელმძღვანელ საბჭოს“.

სამეფოს მახარობელთა სკოლა (კენია)

ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვას ახარებს, როცა თავისი ხალხი თაყვანსაცემად და განსასწავლად ერთად იკრიბება. ჩვენც მეფე დავითის მსგავსი განწყობა გვაქვს, რომელმაც თქვა: „მადლობას მოგიძღვნი დიდ კრებულში, უამრავ ხალხში შეგასხამ ხოტბას“ (ფსალმუნი 35:18).