2021 წლის 27 ივლისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ძლიერი წყალდიდობა ევროპის დასავლეთ ნაწილში
2021 წლის 13 აგვისტოდან 17 აგვისტომდე გადაუღებლად წვიმდა ევროპის დასავლეთ ნაწილში. ძლიერი და თავსხმა წვიმების შედეგად ბელგიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდში არაერთი მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან. ტერიტორიების დატბორვამ ადამიანთა სიცოცხლეც იმსხვერპლა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობის დადგენა. ეს ბოლო ასი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყალდიდობა იყო აღნიშნულ ქვეყნებში.
დაზარალებული და-ძმები
სერიოზულად არცერთი და-ძმა არ დაშავებულა და არც დაღუპულა.
სულ მცირე, 304 მაუწყებლის ევაკუირება გახდა საჭირო.
დაახლოებით 100 სახლს მიადგა სერიოზული ზიანი.
სულ მცირე, 242 სახლი დაზიანდა მსუბუქად.
ზიანი მიადგა ჩვენს 11 დარბაზს.
დაზარალებულთა დახმარება
ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების 4 კომიტეტი: 1 ბელგიაში, 2 გერმანიასა და ლუქსემბურგში და 1 ნიდერლანდში.
ამჟამად, დახმარების კომიტეტების ორგანიზებით, მიმდინარეობს გაწმენდითი და სარემონტო სამუშაოები, რაშიც შედის სახლების გამოშრობა და მათგან ტალახის გამოტანა, აგრეთვე პირველადი სარემონტო საქმეები.
დახმარების კომიტეტებმა და უხუცესებმა აგრეთვე ორგანიზება გაუწიეს ევაკუირებულთა უზრუნველყოფას დროებითი თავშესაფრითა და სასმელი წყლით.
სარაიონო ზედამხედველები სულიერ და ემოციური დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.
არ შეწყვეტილა კრების შეხვედრების ჩატარება ონლაინ რეჟიმში. ფილიალის კომიტეტის წევრები ანუგეშებენ და ამხნევებენ სტიქიით დაზარალებულ მაუწყებლებს.
დახმარების ყველა საქმე კოვიდ-19-თან დაკავშირებით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით მიმდინარეობს.
ერთ-ერთი კრების უხუცესები დაეხმარნენ ნიდერლანდში მცხოვრებ ხანდაზმულ დას საცხოვრებელი ტერიტორიიდან გამოსვლაში. შემდეგ მის ვაჟს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ დედამისი უსაფრთხოდ იყო. ამ მამაკაცმა მოგვიანებით დედას უთხრა: „რა დიდებულ რელიგიაში ხარ. ისინი ისე კარგად ზრუნავენ შენზე!“.
ბელგიაში ერთი სახანძრო ბრიგადის წევრებმა დაინახეს, როგორ ასრულებდნენ ჩვენი ძმები სამაშველო საქმეს. მათ შეაქეს ისინი, რადგან ყველა მათგანი იყენებდა დამცავ აღჭურვილობას და კარგად იყო ორგანიზებული. გერმანიაშიც იგივე რამ მოხდა: მეხანძრეთა ერთ ჯგუფზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის დანახვამ, თუ როგორ მზადყოფნით და ზედმიწევნით ასრულებდნენ ჩვენი ძმები მეხანძრეთა მითითებებს. ერთ-ერთმა მეხანძრემ თქვა: „ნეტავ ყველა ბრიგადაში თქვენნაირი ხალხი იყოს“.
დაზარალებული და-ძმები მადლიერნი არიან ჩვენი ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილი დახმარებისთვის. ისინი ემადლიერებიან ხელმძღვანელ საბჭოსაც, რომელიც მითითებებს გვაძლევს, რომ სტიქიურ უბედურებებს მზადყოფნით შევხვდეთ. უპირველეს ყოვლისა, დაზარალებული და-ძმები მადლობას სწირავენ იეჰოვას, რომელიც ყველა თავის ერთგულ მსახურზე წინასწარმეტყველებს: „უსაფრთხოდ იცხოვრებს, და უბედურების შიში არ შეაწუხებს“ (იგავები 1:33).