8 ივლისი, 2013
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
წყალდიდობა ცენტრალურ ევროპაში
ივნისის დასაწყისში ძლიერმა წვიმებმა ცენტრალურ ევროპაში — ავსტრიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, გერმანიაში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და შვეიცარიაში — წყალდიდობა გამოიწვია. დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 000 — ევაკუირებულ იქნა სტიქიის ზონიდან. ბოლოდროინდელი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და სერიოზულად დაშავებულთა შორის არც ერთი იეჰოვას მოწმე არ არის. თუმცა, 100 მოწმეს გერმანიიდან და დაახლოებით ათ ოჯახს ჩეხეთიდან თავიანთი სახლების დატოვება მოუწიათ. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულმა მოწმეებმა თავი ნათესავებისა თუ ადგილობრივი მოწმეების სახლებს შეაფარეს. სტიქიის შედეგად გერმანიაში ერთი სამეფო დარბაზი დაინგრა, ერთი კი — ავსტრიაში. ამ რეგიონში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმე უხუცესებმა სტიქიით დაზარალებულთა კომიტეტები შექმნეს და დაზარალებულებს როგორც მატერიალური, ისე სულიერი დახმარება აღმოუჩინეს.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000
გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110
სლოვაკეთი: რასტისლავ ელიაში, ტელ. +421 2 49107611