არჩეულ მასალაზე გადასვლა

კრების შეხვედრა პანდემიამდე

2021 წლის 15 ოქტომბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით ზოგიერთ ადგილას განახლდება დარბაზებში კრების შეხვედრების ჩატარება

ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით ზოგიერთ ადგილას განახლდება დარბაზებში კრების შეხვედრების ჩატარება

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ ზოგიერთ ფილიალს შესთავაზა, განეახლებინათ კრების შეხვედრების ჩატარება დარბაზებში. ეს ფილიალები ისეთ ტერიტორიებზე განაახლებენ დარბაზებში კრების შეხვედრების ჩატარებას, სადაც ვაქცინაციის მაღალი, ხოლო ინფექციის დაბალი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ხელისუფლების რეგულაციები დახურულ სივრცეში შეკრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება ყველა ფილიალში გაკეთდა პარასკევს, 2021 წლის 15 ოქტომბერს.

შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდება, უფრო მეტ ადგილას განახლდება თუ არა დარბაზებში კრების შეხვედრების ჩატარება. განცხადებაში ისიც იყო აღნიშნული, რომ ორგანიზაციული საქმიანობა, რაშიც შედის დარბაზების გამოყენება და სხვადასხვა სახით პირისპირ ქადაგება, სულ მცირე, 2022 წლის 1 იანვრამდე იქნება შეჩერებული.

ძალიან ვაფასებთ, რომ ხელმძღვანელი საბჭო ზრუნავს მსოფლიო საძმოზე და დიდი სიფრთხილით ცდილობს ორგანიზაციული საქმიანობის განახლებას. გთხოვთ, კვლავაც ილოცოთ, რომ იეჰოვამ გვიხელმძღვანელოს და აკურთხოს ეს გადაწყვეტილება (იგავები 14:16).