არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: იური გერაშჩენკო და მისი მეუღლე ირინა; მარჯვნივ: სერგეი პარფენოვიჩი და მისი მეუღლე მარინა

9 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 7 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ­– ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვაზე მინდობილები

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ­– ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | იეჰოვაზე მინდობილები

2024 წლის 3 ოქტომბერს ყირიმის უზენაესმა სასამართლომ შეცვალა იური გერაშჩენკოსა და სერგეი პარფენოვიჩითვის წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. მათ ექვსწლიანი პირობითი სასჯელი ექვსწლიანი პატიმრობით შეუცვალეს. ისინი სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.

2024 წლის 1 ივლისს კრასნოგვარდისკის საოლქო სასამართლომ (ყირიმის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო იური გერაშჩენკო და სერგეი პარფენოვიჩი და ორივეს ექვს-ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა ღმერთი იურის და სერგეის არ მიატოვებს და „თავისი ფრთების ჩრდილს შეაფარებს“ ყველას, ვინც ერთგულებას ინარჩუნებს (ფსალმუნი 17:7, 8).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 19 სექტემბერი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სერგეის წინააღმდეგ.

  2. 2022 წლის 28 სექტემბერი

    სერგეის სახლი იმ რვა სახლს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ის გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  3. 2022 წლის 30 სექტემბერი

    იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

  4. 2022 წლის 15 ნოემბერი

    სერგეი გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

  5. 2023 წლის 22 მარტი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იურის წინააღმდეგ. ის დააპატიმრეს, დაკითხეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  6. 2023 წლის 24 მარტი

    იური გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს.

  7. 2023 წლის 12 ივლისი

    სერგეი და იური შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  8. 2023 წლის 28 ივლისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა. პროკურორმა სერგეისა და იურის იმაში დასდო ბრალი, რომ კვლავ აგრძელებენ „დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას და მოწმეების დაშინებას“. არასაკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, მოსამართლემ მეორედ მიუსაჯა ორივეს შინაპატიმრობა.