არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ტარას და დარია კუზოები, სერგეი ლიულინი და პიოტრ ჟილცოვი

27 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 22 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲐ | იეჰოვას დახმარებით უარყოფითი გრძნობების დაძლევა შესაძლებელია

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲐ | იეჰოვას დახმარებით უარყოფითი გრძნობების დაძლევა შესაძლებელია

2024 წლის 21 მარტს ყირიმის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ტარას და დარია კუზოების, სერგეი ლიულინისა და პიოტრ ჟილცოვის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს პატიმრობიდან. საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდება იალტის საქალაქო სასამართლოს (ყირიმი).

2023 წლის 27 თებერვალს იალტის საქალაქო სასამართლომ (ყირიმი) დამნაშავედ ცნო ტარას და დარია კუზოები, სერგეი ლიულინი და პიოტრ ჟილცოვი. სასამართლომ დარიას სამი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება ძმებს, მათ სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ტარასს — ექვსწელიწად-ნახევრით, ხოლო სერგეის და პიოტრს — ექვსი წლითა და ერთი თვით. ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 4 მარტი

    ტარასს ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში დასდეს ბრალი.

  2. 2021 წლის 11 მარტი

    ცხრა იეჰოვას მოწმის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, მათ შორის ტარასისა და სერგეის ბინებში. ტარასი განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 12 მარტი

    ტარასი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, თუმცა უფლება არ მისცეს, რომ თავის ოჯახთან ერთად ეცხოვრა.

  4. 2021 წლის 29 ივლისი

    დარიას, პიოტრის და სერგეის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს.

  5. 2021 წლის 30 ივლისი

    ოთხივე და-ძმის საქმე ერთ საქმეში გააერთიანეს. პიოტრი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  6. 2021 წლის 11 აგვისტო

    სერგეი დააპატიმრეს და 800 კმ-ის მოშორებით მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 16-საათიანი მგზავრობის დროს ხელბორკილებით თავზემოთ მილზე იყო მიბმული, ხოლო ფეხები სკამზე ჰქონდა მიმაგრებული წებოვანი ლენტით.

  7. 2022 წლის 1 მარტი

    სერგეი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  8. 2022 წლის 4 აპრილი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  9. 2022 წლის 11 ივლისი

    პიოტრი, სერგეი და ტარასი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

ზოგადი ინფორმაცია

იეჰოვა არასდროს ტოვებს მარტო მათ, ვინც მისი სახელის გულისთვის იდევნება. ამიტომ სადაც არ უნდა იყვნენ ღვთის ერთგული მსახურები, იქნება ეს შინაპატიმრობა, დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ ციხე, ისინი ისე არ არიან შევიწროებულნი, რომ განძრევა არ შეეძლოთ (2 კორინთელები 4:8, 9).