2018 წლის 1 მაისი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2018 წელს იეჰოვას მოწმეების რეგიონული კონგრესები მაისიდან იწყება
ნიუ-იორკი — 2018 წლის 18 მაისიდან იეჰოვას მოწმეები იწყებენ რეგიონული კონგრესების ჩატარებას. წლევანდელი კონგრესის სახელწოდებაა „იყავით გაბედულები!“ კონგრესის დაწყებამდე იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში წამოიწყებენ სპეციალურ კამპანიას, რათა ხალხი დაპატიჟონ ამ ღონისძიებაზე, რომელზე დასწრებაც უფასოა. კონგრესები 180 ქვეყანაში ჩატარდება.
სამდღიან პროგრამაში, რომელიც 54 პუნქტისგან შედგება, წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, აუდიო-დრამები, ინტერვიუები და ვიდეორგოლები. გარდა ამისა, კონგრესის ბოლო დღეს ნაჩვენები იქნება სრულმეტრაჟიანი ფილმი, სათაურით „იონა — გაბედულებისა და გულმოწყალების გაკვეთილი“. ყოველდღე დილის და ნაშუადღევის პროგრამა დაიწყება მუსიკალური ვიდეოებით, რომლებიც სპეციალურად ამ კონგრესისთვის მომზადდა.
იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი დასძენს: „ყოველდღიურად ახალი ამბებიდან აშკარად ჩანს, რომ ხალხი ჩვენ ირგვლივ, განურჩევლად ასაკისა, უფრო და უფრო მეტ საწუხარსა და პრობლემას ხვდება. ასეთი მძიმე მდგომარეობა არასდროს ყოფილა. გაბედულება და ვაჟკაცობაა საჭირო, რომ გავუძლოთ ამგვარ წნეხს. ყველას გულთბილად გიწვევთ წლევანდელ კონგრესზე, რათა მიიღოთ ის პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი“.
კონგრესის ჩატარების დრო და ადგილი შეგიძლიათ იხილოთ იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდზე jw.org.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ: +1-845-524-3000