2020 წლის 20 აპრილი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
COVID-19-ის პირობებში ონლაინ შესაწირავის გაღება
მსოფლიო პანდემიის გამო ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები სულიერ საქმიანობას განსხვავებული მეთოდებით განაგრძობენ. და-ძმები კრების შეხვედრებს სამეფო დარბაზში შეკრების ნაცვლად, ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესწრებიან. შექმნილი ვითარების გამო ბევრი მაუწყებელი შესაწირავსაც ონლაინ რეჟიმში იღებს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად.
იეჰოვას მოწმეებს 112-ზე მეტ ქვეყანაში შეუძლიათ გამოიყენონ ვებგვერდი donate.pr418.com და ელექტრონულად გაიღონ შესაწირავი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათების გამოყენებით.
მაუწყებლების უმეტესობა ვეღარ ახერხებს ადგილობრივ სამეფო დარბაზებში შესაწირავის გაღებას, ამიტომ ზოგმა ვებგვერდზე, donate.pr418.com, გაააქტიურა შესაწირავის ავტომატურად გადარიცხვის რეჟიმი. შეერთებული შტატებში მცხოვრები 74 წლის და სუზან კოჰენი სწორედ ასე იღებს შესაწირავს რეგულარულად. ის აღნიშნავს: „ძალიან მარტივი პროცესია; მე თუ შევძელი ამის გაკეთება, ნებისმიერი შეძლებს. მიხარია, რომ კვლავ შემიძლია გავიღო შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის“.
ბრაზილიაში მცხოვრები ერთი ძმა, ედუარდო პაივა, ადრე ფიქრობდა, რომ ვებგვერდის მეშვეობით შესაწირავის გაღება უბრალოდ ერთ-ერთი დამატებითი საშუალება იყო. ის აღნიშნავს: „ახლა მივხვდი, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა, განვაგრძოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდაჭერა ამ რთულ პერიოდში. ამგვარად კვლავ შეგვიძლია გამოვხატოთ მადლიერება და სიყვარული ამ ბოლო დღეებში“.
ძმა გაიუს გლოკენტინი, რომელიც უორიკში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოს ბუღალტერიის განყოფილების ზედამხედველად მსახურობს, აღნიშნავს: „რწმენას გვიძლიერებს, როცა ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ და-ძმები, მხარი დაუჭირონ სამეფოს საქმეს. მათ შესაწირავებს ძალიან ვაფასებთ. რეგულარულად ვამოწმებთ სხვადასხვა საქმიანობისთვის განკუთვნილ თანხებს მსოფლიო მასშტაბით და ვფიქრობთ იმაზე, თუ რაში შეიძლება ხარჯების შემცირება, რათა საუკეთესოდ გამოვიყენოთ ეს შესაწირავები. მართალია, ზოგი იმდენს ვეღარ სწირავს, რამდენსაც ადრე, მაგრამ ორგანიზაციის მხარდაჭერის სურვილი ოდნავადაც არ განელებიათ“ (2 კორინთელები 9:7).