ნამიბია
იეჰოვას მოწმეები ნამიბიაში თავიანთ საქმიანობას 1929 წლიდან ეწევიან. თუმცა სამხრეთ აფრიკის მთავრობა, რომელიც ერთა ლიგის მანდატის საფუძველზე მართავდა ნამიბიას, ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლებას ზღუდავდა. 1950—1970-იან წლებში ხელისუფლების წარმომადგენლები მთავრობის ნებართვის გარეშე თეთრკანიანებს შავკანიანების დასახლებებში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამის გამო უცხოელი მისიონერების საქმიანობაც შეზღუდული იყო ქვეყანაში. ამ წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თუ რელიგიური ლიდერებისგან სასტიკ წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ იმის გამო, რომ თავიანთ რელიგიურ მრწამსს სხვებს უზიარებდნენ.
1990 წლის 21 მარტს ნამიბიამ სამხრეთ აფრიკისგან დამოუკიდებლობა მიიღო. ახალი კონსტიტუციის საფუძველზე იეჰოვას მოწმეებმა რელიგიის თავისუფლება მოიპოვეს. ისინი 2008 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდნენ. ნამიბიაში მცხოვრბი იეჰოვას მოწმეები ხარობენ, რომ თავისუფლად ასრულებენ თავიანთ რელიგიურ მსახურებას.