არჩეულ მასალაზე გადასვლა

ერთმანეთზე ხელ-ბორკილებით მიბმული დები, პუშპა გიმირე (მარცხნივ) და ტირთა მაია გალე (მარჯვნივ), ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მათ ნეპალის ციხიდან თავდებით გაათავისუფლებდნენ 2019 წლის 4 ნოემბერი

2019 წლის 15 ნოემბერი
ნეპალი

ნეპალში უსამართლოდ დაკავებული ორი და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ციხიდან თავდებით გაათავისუფლეს

ნეპალში უსამართლოდ დაკავებული ორი და საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ციხიდან თავდებით გაათავისუფლეს

2019 წლის 4 ნოემბერს ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს ორი და — ტირთა მაია გალე და პუშპა გიმირე. მათ სამთვიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. ისინი დაკავებულნი იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ასრულებდნენ რელიგიურ მსახურებას, რისი უფლებაც მათ ნეპალისა და საერთაშორისო კანონმდებლობით ჰქონდათ მინიჭებული.

დები, ტირთა და პუშპა, პოლიციამ ზუსტად ერთი წლის წინ დააკავა, როცა ისინი ბიბლიით დაინტერესებულ ადამიანებს ესაუბრებოდნენ ქუჩაში. საპატიმროში 13-დღიანი ყოფნის შემდეგ დებს გადაახდევინეს უჩვეულოდ დიდი ჯარიმა — 100 000 ნეპალური რუპია (დაახლოებით 930 აშშ დოლარი) და გაათავისუფლეს. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა განაგრძეს დების წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიება.

2018 წლის 10 დეკემბერს დაიწყო სასამართლო პროცესი და მოსმენები გაგრძელდა დაახლოებით ათ თვეს. 2019 წლის 25 სექტემბერს რუპენდეჰის რაიონულმა სასამართლომ ორივე დას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა და 2 500 ნეპალური რუპიის (დაახლოებით 23 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დები დაადანაშაულა იმაში, რომ თითქოს ისინი ძალდატანებით ცდილობდნენ სხვების რელიგიური შეხედულებების შეცვლას. „ძალდატანება“ მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი ფლობდნენ და ავრცელებდნენ რელიგიურ ლიტერატურას. ვინაიდან ნეპალი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია და ამავდროულად არის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მონაწილე, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლება —შეიცვალონ რელიგიური შეხედულებები და შეეძლოთ ამის შესახებ სხვებთან საუბარი. რაც შეეხება დებს, ტირთასა და პუშპას, ისინი სხვებს თავს კი არ ახვევდნენ საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს, არამედ რელიგიურ ლიტერატურას სთავაზობდნენ მათ, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. აღნიშნულის საფუძველზე დების ადვოკატებმა 2019 წლის 31 ოქტომბერს სარჩელი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პროცესის დასრულებამდე საჭირო არ იყო დების ციხეში დატოვება. ამიტომ ისინი გაათავისუფლეს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ წმინდა სული მისცეს დებს, ტირთასა და პუშპას, რათა მათ მხნეობა და სიხარული არ დაკარგონ (რომაელები 15:13).