2019 წლის 27 დეკემბერი
ნიგერია
გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტივი ენაზე
2019 წლის 20 დეკემბერს ნიგერიის ფილიალის კომიტეტის წევრმა ძმა უილფრედ სიმონსონმა გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტივი ენაზე. განცხადება გაკეთდა ქალაქ მაკურდიში (ნიგერია, ბენუს შტატი) მდებარე „სითი ბეი ივენთ ცენტრში“ გამართულ რეგიონულ კონგრესზე, სახელწოდებით „სიყვარული არასოდეს მთავრდება“.
ამ ბიბლიის გამოცემა, რის თარგმნასაც დაახლოებით ორი წელი დასჭირდა, ნამდვილად დროული იყო. ტივი ენა ერთ-ერთი ძირითადი ენაა ნიგერიაში, რომელზეც დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტივი ენაზე მაუწყებელთა რაოდენობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და მათი რიცხვი 600-დან 1 012 გახდა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ახალი ბიბლია კიდევ უფრო გაზრდის მაუწყებელთა რიცხვს ტივიენოვან ტერიტორიაზე, რომელიც „გადათეთრებულა მოსამკელად“ (იოანე 4:35).