2020 წლის 13 ნოემბერი
ნიგერია
დიდი წყალდიდობა ნიგერიაში
2020 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ძლიერი წვიმების შედეგად ნიგერიის რამდენიმე შტატი დაიტბორა. წყალდიდობამ სერიოზულად დააზიანა შენობები და სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები. სამწუხაროდ, სტიქიამ იმსხვერპლა ერთი ჩვენი ძმის სიცოცხლე. გარდა ამისა, 1 828-ზე მეტ მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება; დაზიანდა ჩვენი და-ძმების, სულ მცირე, 62 სახლი.
ნიგერიის ფილიალის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების შვიდი კომიტეტი, რათა ორგანიზება გაეწიოს სტიქიით დაზარალებული და-ძმების დახმარებას კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. სარაიონო ზედამხედველები თანამშრომლობენ ადგილობრივ უხუცესებთან, რათა დაზარალებულ თანაქრისტიანებს დროული მატერიალური და სულიერი დახმარება აღმოუჩინონ.
ძალიან ვწუხვართ სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა, ჩვენი ხსნის ღმერთი, კვლავაც ანუგეშებს და მხარში ამოუდგება ჩვენს და-ძმებს, რომელთაც მძიმე დრო უდგათ (ფსალმუნი 68:19).