2021 წლის 8 აპრილი
ნიგერია
იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია იბო ენაზე
2021 წლის 4 აპრილს სპეციალურად გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა კენეთ კუკმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია იბო ენაზე. ნიგერიაში იბო ენაზე მოლაპარაკე 1 140-ზე მეტი კრების მაუწყებლები ძალიან გაახარა ამ თარგმანის გამოცემამ. იბო ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ პირველად 14 წლის წინ გამოიცა.
ეს ახალი ბიბლია დიდად წაადგება 50 000-ზე მეტ იბოენოვან მაუწყებელს. ამასთანავე, ისინი შესანიშნავად გამოიყენებენ მას ამ ენაზე მოლაპარაკე 40 მილიონ ადამიანთან საქადაგებლად.
ერთი ძმა, რომელმაც თარგმნის პროცესში მიიღო მონაწილეობა, ამბობს: „გადამუშავებულ თარგმანში ბევრი სქოლიო შევიდა, რაც თანამედროვე ენაზე შესრულებულ ბიბლიის ამ გამოცემას უფრო მიმზიდველს ხდის იბო ენაზე მოსაუბრე ნებისმიერი ადამიანისთვის. სქოლიოებში მოცემულია არა მხოლოდ ებრაული და ბერძნული სიტყვებისა თუ ფრაზების მნიშვნელობები, არამედ სინონიმური სიტყვები და გამონათქვამებიც, რომლებიც დაეხმარება იბო ენის სხვადასხვა დიალექტზე მოსაუბრე ადამიანებს ბიბლიის ტექსტის გაგებაში“.
ნიგერიის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა არჩიბონგ ებიტიმ, აღნიშნა: „ამ თარგმანზე ექვსი მთარგმნელი მუშაობდა ოთხი წლის განმავლობაში. მართალია, პანდემიის გამო ზოგჯერ მოულოდნელი სირთულეები იჩენდა ხოლმე თავს, რაც აფერხებდა მუშაობის პროცესს, მაგრამ იეჰოვას დახმარებით, რომელიც უხვად აძლევდა თავის სულს ამ პროექტში ჩართულ და-ძმებს, საქმე ბოლომდე მივიდა, რისთვისაც მას უზომოდ ვემადლიერებით“.
გვჯერა, რომ მთელ მსოფლიოში იბო ენაზე მოლაპარაკე მაუწყებლებს სიამოვნებას მოჰგვრის ამ თარგმანში გამოყენებული სასიამოვნო სიტყვების წაკითხვა. მისი დახმარებით ისინი აგრეთვე „უფრო ზუსტად [აუხსნიან] ღვთის გზას“ სხვებს (საქმეები 18:26).