9 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ნიგერია
ნიგერიაში ბიბლიური სკოლებისთვის ახალი შენობები აშენდა
ახლახან ნიგერიის ფილიალის ტერიტორიაზე ბიბლიური სკოლებისთვის განკუთვნილმა 2-მა ახალმა შენობამ დაიწყო ფუნქციონირება. ეს შენობები, ძირითადად, სამეფოს მახარობელთა სკოლის ჩასატარებლად იქნება გამოყენებული. ერთი შენობა განთავსებულია ულიში (ნიგერია), სადაც 2023 წლის თებერვალში სასწავლო კურსი დაიწყო. მეორე შენობა განთავსებულია იბადანში (ნიგერია), სადაც პირველი სასწავლო კურსი ამა წლის 2 ივნისს დაიწყო. ამასთანავე, ამ შენობებში გაიმართება სკოლა სარაიონო ზედამხედველებისა და მათი მეუღლეებისთვის.
ორივე შენობა საკონგრესო დარბაზის ტერიტორიაზე აშენდა. იქ განთავსდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები და მოსწავლეებისთვის საცხოვრებლები. ყოველწლიურად ნიგერიაში 500-ზე მეტი მაუწყებელი გამოთქვამს სურვილს მახარობელთა სკოლაში სასწავლად. ამიტომ თითოეულ ნაგებობაში წელიწადში 4-ჯერ ჩატარდება სკოლა და ის გაიმართება ინგლისურ, იგბო, პიჯინი (დასავლეთი აფრიკა) და იორუბა ენებზე.
და-ძმებმა, რომლებმაც მახარობელთა სკოლა ულიში გაიარეს, სამადლობელ წერილში ასეთი რამ აღნიშნეს: „აქ ძალიან მშვიდი და მყუდრო გარემოა, თანაც ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ კარგად გამოიძინო. ეს გვეხმარებოდა, მთლიანად სწავლაზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული. გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ იმ და-ძმების მიმართ, რომლებიც არაერთი საათის მანძილზე დაუღალავად შრომობდნენ ჩვენთვის. მათ მიმართ უდიდესი სიყვარულით ვართ განმსჭვალული!“.
გვჯერა, ეს ახალი შენობები მეტად დაეხმარება ჩვენს და-ძმებს ნიგერიაში, სრულად დაიხარჯონ ღვთის მსახურებაში (2 ტიმოთე 4:5).