2022 წლის 21 ოქტომბერი
ნიგერია
წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა ნიგერიას
ბოლო ათწლეულების მანძილზე ნიგერიაში ასეთი წყალდიდობა არ მომხდარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთი ნაწილი და მდინარეების, ნიგერისა და ბენუეს, გარშემო ტერიტორიები დააზიანა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სახლის დატოვება მოუწია მილიონობით ადამიანს, დაიღუპა, სულ მცირე, 600 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ზარალმა კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ სტიქიის გამო ქვეყანაში სასურსათო კრიზისი შეიქმნება.
დაზარალებული და-ძმები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 4 074 მაუწყებელს.
ამ დროისთვის დატბორილია 900 სახლი.
მთლიანად დაინგრა 180 სახლი.
დატბორილია კრების შეხვედრებისთვის განკუთვნილი 70 დარბაზი და 1 საკონგრესო დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
ჩამოყალიბდა 4 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
ორგანიზება ეწევა, რომ იმ და-ძმებს, რომელთაც საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ, ჰქონდეთ დროებითი თავშესაფარი, საკვები და სხვა საჭირო ნივთები.
ადგილობრივი უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები ამხნევებენ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
გვახარებს იმის ცოდნა, რომ გასაჭირში იეჰოვა კვლავაც ჩვენი თავშესაფარია და მხარს გვიჭერს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად (ფსალმუნი 27:5).