არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 23 ოქტომბერი
ნიგერია

ნიგერიაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია

ნიგერიაში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია

ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა ნიგერიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში საშინელი წყალდიდობა გამოიწვია. ქვეყნის მთავარი სანაოსნო არხები — მდინარეები ბენუე და ნიგერი — კალაპოტიდან გადმოვიდა. მოხდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია; გარდაცვლილია 100-ზე მეტი ადამიანი.

პირველადი მონაცემებით, დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის არცერთი იეჰოვას მოწმე არ არის. თუმცა, სულ მცირე, 2000 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება, 1000-ზე მეტს ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება. იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობამ, ვისაც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება, თავი შეაფარა თანამორწმუნეთა სახლებს, რომლებიც უსაფრთხო ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

შეიქმნა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რათა ორგანიზება გაეწიოს დაზარალებულთა ფიზიკურ და სულიერ დახმარებას. ნიგერიის ფილიალის კომიტეტის ორი წევრი და სარაიონო ზედამხედველი სამსახურებრივ განყოფილებასა და ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში მომუშავე ძმებთან ერთად ინახულებენ დაზარალებულ და-ძმებს, რათა გაამხნევონ ისინი.

სტიქიით გამოწვეული სირთულეებისა და გასაჭირის მიუხედავად, ჩვენი ზეციერი მამა კვლავაც ჩვენი „სიმაგრეა გასაჭირის დროს“ (ფსალმუნი 37:39).