არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 4 აგვისტო
ნიგერია

ძლიერი წვიმები ნიგერიაში

ძლიერი წვიმები ნიგერიაში

სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში უჩვეულოდ ძლიერი წვიმები 2017 წლის 6 ივლისიდან 12 ივლისამდე გაგრძელდა. წვიმებმა ლაგოსის, ნიგერიისა და ოიოს შტატებში წყალდიდობა გამოიწვია. როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, სტიქიას სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიგერიაში იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან მიღებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა, თუმცა ოთხ მოწმეს მოუწია სახლის დატოვება. ამასთან, ორი იეჰოვას მოწმის სახლი დაზიანდა, ერთი მოწმის სახლი კი სრულიად განადგურდა. ნიგერიელი იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან როგორც თანამორწმუნეებს, ისე სხვებს, რომელთაგან ზოგს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია ან უსახლკაროდ დარჩა.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

ნიგერია: პოლ ენდრიუ, ტელ. +234-7080-662-020