არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 8 აგვისტო
ნიდერლანდი

ნიდერლანდი, უტრეხტი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

ნიდერლანდი, უტრეხტი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 2—4 აგვისტო, 2019

  • ადგილი: „იარბერს ჰალენკომპლექსი“, უტრეხტი

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: არაბული, ესპანური, ინგლისური, პაპიამენტო, პოლონური, პორტუგალიური, ტვი, ჰოლანდიური, ჰოლანდიური ჟესტური

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 42 335

  • მონათლულთა რაოდენობა: 212

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 6 000

  • მიწვეული ფილიალები: ავსტრალაზია, ბელგია, ბრაზილია, ინდონეზია, კანადა, კოლუმბია, კორეა, პორტუგალია, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სურინამი, შეერთებული შტატები

  • ადგილობრივი შემთხვევა: ერთი ძმა დასუფთავების კომპანიაში მუშაობს, რომელსაც კონტრაქტი ჰქონდა დადებული „იარბერს ჰალენკომპლექსის“ ადმინისტრაციასთან. ერთხელ ამ ძმას მენეჯერმა დაურეკა და ასეთი რამ უთხრა: „ამ კომპლექსით ახლა ისეთი ხალხი სარგებლობს, რომლებიც თავიანთ პირობას პირნათლად და დროულად ასრულებენ. ისინი ასუფთავებენ შენობას და თავიანთი მომსახურე პერსონალიც ჰყავთ, რომ ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ალბათ, ისინი იმაზე კარგ მდგომარეობაში ჩაგვაბარებენ შენობას, ვიდრე ჩვენ დავახვედრეთ. ეს მართლაც დაუჯერებელია! მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. მათ რესტორნის ნაწილიც დაალაგეს, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს. საპირფარეშოებთან ყოველთვის ორი კაცი მორიგეობს. ისინი მზად არიან, უმალვე დაასუფთაონ ნებისმიერი დაბინძურებული ადგილი. ასეთი რამის მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ“.

 

ადგილობრივი და-ძმები დელეგატებს აეროპორტში ეგებებიან

ბეთელელები ხვდებიან ნიდერლანდის ფილიალის დასათვალიერებლად მისულ დელეგატებს

კონგრესზე ჩასული დელეგატი ადგილობრივ დასთან ერთად მოსაწვევებს ავრცელებს

და-ძმები უსმენენ პროგრამას „იარბერს ჰალენკომპლექსის“ მთავარ დარბაზში (პროგრამა გადაიცემოდა იმავე კომპლექსის ხუთ დარბაზში)

ნათლობა (სულ 212 ადამიანი მოინათლა)

და-ძმები ყურადღებით ისმენენ პროგრამას და ჩანაწერებს აკეთებენ

დელეგატები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ძმა ჯეფრი ჯექსონი კვირას დასკვნით მოხსენებას წარმოთქვამს

მისიონერები და სხვა სპეციალური სრული დროით მსახურები კონგრესის დასასრულს დამსწრეებს ხელს უქნევენ