არჩეულ მასალაზე გადასვლა

მოსამართლე და სხვა იურისტები სასამართლო პროცესზე ოსლოს რაიონულ სასამართლოში (ნორვეგია)

28 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲜᲝᲠᲕᲔᲒᲘᲐ

იეჰოვას მოწმეები ასაჩივრებენ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას ნორვეგიაში

იეჰოვას მოწმეები ასაჩივრებენ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას ნორვეგიაში

2024 წლის 4 მარტს ოსლოს რაიონულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას ნორვეგიაში იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. იეჰოვას მოწმეები გაასაჩივრებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ოსლოს რაიონული სასამართლო

ოსლოსა და ვიკენის გამგებელმა იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება 2022 წლის ბოლოს მიიღო. 2022 წლის 30 დეკემბერს ოსლოს რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა, რათა საქმეზე ხელახალი მოკვლევა ჩატარებულიყო. ხელისუფლების პოზიცია უცვლელია და კვლავ ითხოვს იეჰოვას მოწმეების გაერთიანების რეგისტრაციის გაუქმებას ნორვეგიაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მთავრობის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან იეჰოვას მოწმეების მიდგომას მოუნანიებელი შემცოდველების კრებიდან გარიცხვასთან დაკავშირებით და პოზიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლიან, თუ მოწმეები გააუქმებენ გარიცხვის ღონისძიებას.

რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში იეჰოვას მოწმეების გაერთიანება აღარ იქნება იმ 700-ზე მეტ რელიგიურ გაერთიანებას შორის, რომლებიც ნორვეგიის მთავრობის მხრიდან ფინანსურ თუ სხვა სახის მხარდაჭერას იღებენ. აგრეთვე, სხვა შეზღუდვებთან ერთად, იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლებს აღარ ექნებათ იურიდიულად მინიჭებული უფლება, რეგისტრაციაში გაატარონ წყვილის ქორწინება.

აპელაციის მოლოდინში, ჩვენ განვაგრძობთ ლოცვას „მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია, რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და ღირსებით“ (1 ტიმოთე 2:1, 2).