2019 წლის 20 აგვისტო
პარაგვაი
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გუარანი ენაზე
2019 წლის 16 აგვისტოს იეჰოვას მოწმეთა რეგიონულ კონგრესზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გუარანი ენაზე. კონგრესის პროგრამა ქალაქ კაპიატაში (პარაგვაი) მდებარე ფილიალის აუდიტორიიდან ვიდეოტრანსლაციით 13 ადგილზე გადაიცემოდა. პარაგვაის ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა დანიელ გონსალესმა ბიბლიის გამოცემა 5 631 დამსწრეს კონგრესის პირველივე დღეს ახარა.
მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაიში ესპანური ენა ფართოდაა გავრცელებული, მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი ადგილობრივ ენაზე, გუარანიზეც საუბრობს. ლათინურ ამერიკაში პარაგვაი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ერთსა და იმავე ადგილობრივ ენაზე საუბრობს.
ერთ-ერთმა მთარგმნელმა აღნიშა, რომ ამ თარგმანის გამოცემამდე ბევრი და-ძმა მშობლიურ ენაზე, გუარანიზე ლოცულობდა. ის განაგრძობს: „ახლა უკვე იეჰოვა გველაპარაკება გუარანი ენაზე. ვგრძნობთ, რომ მას ვუყვარვართ და გვაფასებს. დღეს უფრო მეტად ვგრძნობ, რომ იეჰოვასთან მამაშვილური ურთიერთობა მაქვს“.
ეჭვი არ გვეპარება, რომ გუარანი ენაზე გამოცემული ბიბლია პარაგვაიში მცხოვრებ 4 934 გუარანიენოვან მაუწყებელს დაეხმარება, კიდევ უფრო შეიყვარონ იეჰოვა და დააფასონ მისი ორგანიზაცია. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თარგმანის წყალობით მკითხველი უკეთ ჩასწვდება ჩვენი ღვთის, იეჰოვას ძვირფას აზრებს (ფსალმუნი 139:17).