არჩეულ მასალაზე გადასვლა

დატბორილი ქალაქი პიურა. მარცხნივ: მოხალისეები აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ სიენეგილიაში. მარჯვნივ: ფილიალის კომიტეტის წევრი ამხნევებს დაზარალებულ ოჯახს.

12 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
პერუ

პერუს ციკლონმა „იაკუმ“ გადაუარა

პერუს ციკლონმა „იაკუმ“ გადაუარა

2023 წლის მარტის დასაწყისში ციკლონმა „იაკუმ“ ჩრდილოეთ პერუს სანაპირო ზოლს გადაუარა, რამაც გამოიწვია წყალდიდობა და ღვარცოფი. სტიქიიდან ორი დღის შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დანგრეულია სახლები, ხიდები და საავტომობილო გზები, რაც აფერხებს ევაკუაციის პროცესს.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.

  • დაშავდა 2 მაუწყებელი.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 106 და-ძმას.

  • სერიოზულად დაზიანდა 70 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 130 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 5 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა 5 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ამხნევებენ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების 3 კომიტეტი.

გვჯერა, იეჰოვა კვლავაც დაეხმარება ჩვენს და-ძმებს პერუში, „მოთმინებითა და სიხარულით [აიტანონ] ყველაფერი“ (კოლოსელები 1:11).