არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 19 აგვისტო
პერუ

პერუში იეჰოვას მოწმეები სპორტული ღონისძიებების დროს სტენდებით ქადაგებენ

პერუში იეჰოვას მოწმეები სპორტული ღონისძიებების დროს სტენდებით ქადაგებენ

პერუს დედაქალაქ ლიმაში დაახლოებით 3 000 და-ძმა მონაწილეობს სტენდებით ქადაგების სპეციალურ კამპანიაში, რომელიც მიმდინარე სპორტული ღონისძიებებისთვის დაიგეგმა. პანამერიკული და პარაპანამერიკული თამაშები 2019 წლის 26 ივლისს დაიწყო და 1-ლ სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც 8 500-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით 250 000 ტურისტს მოიზიდავს.

მაუწყებლებმა 53 ადგილას 100 სტენდი დადგეს, რათა რაც შეიძლება მეტ ტურისტს უქადაგონ. სტენდებზე წარმოდგენილია ლიტერატურა აიმარა, ესპანურ, ინგლისურ, კეჩუა, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზე. გარდა ამისა, და-ძმები ყრუ და სმენადაქვეითებულ სტუმრებს ვიდეორგოლებს აჩვენებენ პერუანულ ჟესტურ ენაზე.

სამქადაგებლო კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ძმა კემპს მორან ურტადომ აღნიშნა: „ვინაიდან ამ ღონისძიებებზე დასასწრებად ხალხი არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის, დაგეგმილი კამპანია საშუალებას მოგვცემს, რომ რაც შეიძლება მეტი ეროვნებისა თუ კულტურის ადამიანს ვუქადაგოთ. სტენდებით ქადაგება ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დროს ხალხი აშკარად ხედავს, რომ იეჰოვას მოწმეები ხალხმრავალ ადგილებში ქადაგებენ“.

ძალიან გვახარებს ეს სამქადაგებლო კამპანია. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა აკურთხებს და-ძმების შრომას პერუში, რომლებიც კვლავაც გააგრძელებენ ქადაგებას ყველგან, სადაც ხალხია (საქმეები 17:17).