არჩეულ მასალაზე გადასვლა

პირველი მისიონერები პერუში. უკანა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ეველინ ბერი, ვერდა პული, უოლტერ აკინი, ნელენა პული და ჰეიზელ ტრიმი

წინა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: გვენდოლინ პატერსონი, რობერტ პატერსონი და კრისტინ აკინი

2021 წლის 2 დეკემბერი
პერუ

„უდაბნოსმაგვარი ტერიტორია ვარდივით იფურჩქნება“

„უდაბნოსმაგვარი ტერიტორია ვარდივით იფურჩქნება“

პერუში პირველი მისიონერები 1946 წლის ოქტომბერში ჩავიდნენ. მათ უზარმაზარ სამქადაგებლო ტერიტორიაზე უნდა ექადაგათ, რომლის ფართობი თითქმის 1.3 მილიონ კმ2-ს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა — შვიდ მილიონს. ბოლო 75 წელია, პერუს მაღალმთიან სოფლებსა და სანაპირო ქალაქებში მისიონერები და ადგილობრივი მაუწყებლები თავდაუზოგავად ქადაგებენ და დიდი რიცხობრივი ზრდის მოწმენიც არიან.

მისიონერების ჩასვლამდე პერუს დედაქალაქ ლიმაში დროდადრო სამხრეთ ამერიკიდან ჩადიოდნენ მოწმეები და ლიტერატურას აძლევდნენ დაინტერესებულ ხალხს. მათმა ძალისხმევამ უშედეგოდ არ ჩაიარა. 1945 წელს ლიმაში სამი დაინტერესებულის მოსანათლად ორი მისიონერი ჩავიდა ჩილედან. ისინი პირველები იყვნენ, ვინც პერუში მოინათლნენ.

1946 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული პერუში სულ უფრო მეტ მისიონერს გზავნიდნენ, რათა იქ სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაეწიათ ორგანიზება. მათ პირველი კრების შეხვედრა რიმაკის რაიონში (ლიმის რეგიონი) ჩაატარეს. იმის წყალობით, რომ მაუწყებლებისა და მისიონერების რიცხვი ქვეყანაში საგრძნობლად იზრდებოდა, სამქადაგებლო საქმე სულ უფრო ფართო მასშტაბებს აღწევდა.

ნელენა პული

ერთ-ერთი პირველი მისიონერი, რომელიც 1946 წელს ჩავიდა პერუში, და ნელენა პული იყო. 1957 წლის 1 მარტის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში მან აღნიშნა: „გასაოცარი შეგრძნება გეუფლება, როცა ხედავ, რომ უდაბნოსმაგვარი ტერიტორია ვარდივით იფურჩქნება“.

სკოლა „გალაადის“ 54-ე კლასის კურსდამთავრებული, და ირენ მანინგზი, რომელიც დღემდე პერუში მსახურობს, აღნიშნავს: „აქ რომ ჩამოვედით, ქვეყანაში 7 000 მაუწყებელი იყო, ახლა კი მათმა რიცხვმა 130 000-ს გადააჭარბა. იეჰოვას მხარდაჭერის გარეშე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. მიხარია, რომ ამაში პატარა წვლილი მეც შევიტანე“.

დღეს პერუში 133 170 მაუწყებელი მსახურობს. ისინი უზომოდ მადლიერნი არიან იმ და-ძმების, რომლებმაც 75 წლის წინ პერუში ქადაგება დაიწყეს. პერუს თეოკრატიული ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ასრულებს ესაიას 60:22-ში ჩაწერილ თავის დანაპირებს: „მცირე ათასად გადაიქცევა და პატარა— ძლიერ ხალხად“ (ესაია 60:22).