არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 20 თებერვალი
პუერტო-რიკო

პუერტო-რიკოში ხანგრძლივი აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია

პუერტო-რიკოში ხანგრძლივი აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია

2018 წლის სექტემბერში იეჰოვას მოწმეებმა ოფიციალურად დაასრულეს პუერტო-რიკოში ხანგრძლივი აღდგენითი სამუშაოები. მანამდე ერთი წლის წინ ქარიშხალმა „ირმამ“ და ქარიშხალმა „მარიამ“ კუნძული მნიშვნელოვნად დააზიანა. აღდგენით სამუშაოებში ჩართული იყო შეერთებული შტატების ფილიალის ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მოხალისე.

სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა, რომელიც შეერთებული შტატების ფილიალის ზედამხედველობით შეიქმნა, ორგანიზება გაუწია იმას, რომ დაზარალებულთა დახმარების საქმეში ჩართული ყოფილიყო დაახლოებით 10 000 ადგილობრივი მაუწყებელი. ამას გარდა, კიდევ 8 000 და-ძმა ჩავიდა ქვეყანაში ისეთი შორეული ადგილებიდან, როგორებიცაა ალასკა, ბაჰამის კუნძულები და ჰავაი.

ათი მოხალისე, რომელთაც პუერტო-რიკოში აღდგენით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა

მოხალისეებმა შეაკეთეს 106 სამეფო დარბაზი და 2 საკონგრესო დარბაზი. ამასთანავე პროექტში მონაწილეებმა შეაკეთეს ჩვენი და-ძმების 783 სახლი, ხოლო 73 ხელახლა ააშენეს. ზოგმა ჩვენმა თანაქრისტიანმა, რომელთა სახლებიც დაინგრა ან დაზიანდა, სახელმწიფო ორგანოებისგან მიიღო დახმარება, ზოგსაც კი სადაზღვევო კომპანიებმა აუნაზღაურა ზარალი.

მოხალისე მშენებლები მუშაობენ დანგრეული სახლის აღდგენაზე ქალაქ ლახასში

ლორენ კოვერთი, რომელიც შეერთებული შტატების ფილიალში, სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების განყოფილებაში მსახურობს, ამბობს: „მართალია, აღდგენითი სამუშაოები დასრულდა, მაგრამ მოგონებები იმის შესახებ, რაც აქ გაკეთდა, კვლავ განამტკიცებს არა მხოლოდ დაზარალებულ და-ძმებს, არამედ მათაც, ვინც ამ აღდგენით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა“.

ჩვენი დის სახლი ქალაქ ლარესში, მშენებლობის პერიოდში და მშენებლობის დასრულების შემდეგ

ვემადლიერებით იეჰოვას ყველანი ერთად უდიდესი სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც მსოფლიო საძმოს მეშვეობით ავლენს (1 პეტრე 5:7).