2017 წლის 25 სექტემბერი
პუერტო-რიკო
ბოლო ინფორმაცია ქარიშხალ „მარიას“ შედეგად დაზარალებულებზე
2017 წლის 25 სექტემბერს პუერტო-რიკოდან 15-მა სარაიონო ზედამხედველმა მოგვაწოდა ინფორმაცია და-ძმების მდგომარეობის შესახებ. როგორც გაირკვა, ქარიშხალ „მარიას“ შედეგად დაშავდა ერთი ჩვენი ძმა. ამ დროისთვის ვერ ხერხდება დაკავშირება 4 სარაიონო ზედამხედველთან კუნძულის დასავლეთ ნაწილში, ამიტომ მათგან ინფორმაციას ჯერ კიდევ ველოდებით. ძმები, რომლებიც მეზობელ რაიონებში ცხოვრობენ, მოტოციკლეტებითა და კვადროციკლებით აპირებენ კუნძულის დასავლეთ ნაწილში შესვლას, რათა და-ძმების შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ.
ჩვენ კვლავაც ვლოცულობთ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ჩვენს საყვარელ და-ძმებზე (იაკობი 5:16).
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საერთაშორისო, ტელ. +1-845-524-3000