2017 წლის 21 სექტემბერი
პუერტო-რიკო
თავდაპირველი მონაცემები ქარიშხალ „მარიას“ შედეგად დაზარალებულებზე
2017 წლის 20 სექტემბერს, ოთხშაბათს, პუერტო-რიკოს ქარიშხალი „მარია“ დაატყდა თავს, რომელმაც დამანგრეველი ზიანი მიაყენა კუნძულს. „მარია“ შეერთებულ შტატებში დაფიქსირებულ უძლიერეს ქარიშხლებს შორის მეხუთეა. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლებამ 18:00 საათზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა. ადგილობრივი ძმები ორგანიზებას უწევენ დაზარალებულთა დახმარებას. ისინი სამეფო დარბაზს, რომელიც სტიქიას გადაურჩა, დროებით თავშესაფრად და ჰუმანიტარული დახმარების გასანაწილებელ პუნქტად გამოიყენებენ.
ქარიშხლის შედეგად სან-ხუანში მდებარე ფილიალის შენობა მსუბუქად დაზიანდა. ფილიალის პერსონალიდან არავინ დაშავებულა; ისინი უსაფრთხოდ არიან. ამჟამად ფილიალის პერსონალს ინტერნეტზე წვდომა არა აქვს. ელექტროენერგიას ისინი გენერატორის დახმარებით იღებენ.
დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია იზრუნებს სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებზე (2 კორინთელები 1:3).
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური. ტელ. +1-845-524-3000