15 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
რუანდა
დასავლეთ რუანდაში გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა
2023 წლის 2 და 3 მაისს გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია დასავლეთ რუანდაში. სტიქიის შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. განადგურებულია მოსავალი, სახლები, ხიდები და გზები.
დაზარალებული და-ძმები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.
დაინგრა 51 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 43 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 2 დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების სამი კომიტეტი, რათა საჭირო დახმარება გაეწიოთ სტიქიის ზონაში მცხოვრებ თანაქრისტიანებს.
ფილიალის კომიტეტის წევრები, სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ინახულებენ და ამხნევებენ დაზარალებულ და-ძმებს.
ვლოცულობთ, რომ ამ „გაჭირვების ჟამს“ იეჰოვამ კვლავაც გააძლიეროს რუანდაში მცხოვრები და-ძმები (ფსალმუნი 46:1).