2021 წლის 20 აპრილი
რუმინეთი
2021 წლის გახსენების საღამოს აღნიშვნა — რუმინეთში პატიმრებმა გახსენების საღამოს მოხსენება მოისმინეს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით
17 წელია, რაც რუმინეთში იეჰოვას მოწმეები ყოველკვირეულად ატარებენ ბიბლიის შესწავლებს პატიმრებთან ქალაქ ბუქარესტში მდებარე ჯილავას გამოსასწორებელ ციხეში. პანდემიის გამო ციხეში პატიმრებთან შეხვედრები შეჩერდა. თუმცა, 2021 წლის 27 მარტამდე, გახსენების საღამოს ჩატარებამდე ორი კვირით ადრე, ციხის ზედამხედველებმა მოწმეებს უფლება მისცეს, შეხვედრების ჩატარება ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაეგრძელებინათ. ძმებმა ციხის ზედამხედველებისგან ნებართვა ითხოვეს, რათა გახსენების საღამო ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩაეტარებინათ. ისინი დათანხმდნენ. მთლიანობაში შეხვედრას 21 პატიმარი და ციხის 4 თანამშრომელი დაესწრო.
ძმა კორნელიუ კეპანმა წარმოთქვა გახსენების საღამოს მოხსენება რუმინულ ენაზე, ხოლო ძმა ანჯელოს კარამპლიასი მას ბერძნულ ენაზე თარგმნიდა ბერძნულენოვანი პატიმრებისთვის, რომლებიც შეხვედრას უსმენდნენ. შეხვედრას ციხის ოთხი თანამშრომელიც, მათ შორის ერთი ზედამხედველიც, დაესწრო.
ძმა კეპანმა თქვა: „ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ მოხსენების წარმოთქმა. პატიმრები მთელი გულისყურით ისმენდნენ და გრძნობდნენ, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღო ქრისტემ მათთვის“.
„მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ პატიმრებთან ქადაგება და მათთვის გახსენების საღამოს ჩატარება გახადა შესაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში სხვა პატიმრებიც შემოგვიერთდებიან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ბიბლიის განხილვაში, რათა ღვთის სიტყვიდან ნუგეში მიიღონ“, — აღნიშნა ძმა კარამპლიასმა.
გვიხარია, რომ ციხის ზედამხედველებმა საშუალება მისცეს პატიმრებს, მოესმინათ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მოხსენება (1 ტიმოთე 2:3, 4).