არჩეულ მასალაზე გადასვლა

ციხიდან გათავისუფლებული ალექსანდრე პარკოვი და მისი მეუღლე გალინა.

13 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
რუსეთი

ალექსანდრე პარკოვი ციხიდან გაათავისუფლეს

ალექსანდრე პარკოვი ციხიდან გაათავისუფლეს

2024 წლის 9 აგვისტოს ალექსანდრე პარკოვი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ის 2021 წლის 29 ივლისს დამნაშავედ ცნეს და ექვსწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრეს განაჩენის გამოტანამდე წინასწარ პატიმრობაში მოუწია ყოფნა, მას სასჯელი უკვე სრულად მოხდილად ეთვლება.

პატიმრობამ ალექსანდრე და მისი მეუღლე გალინა ხუთ წელზე მეტი ხნით დააშორა ერთმანეთს. ალექსანდრეს პატიმრობაში ყოფნისას გალინას წინააღმდეგაც აღიძრა საქმე და მას ორი წლითა და სამი თვის ვადით პირობითი სასჯელი შეეფარდა, რის გამოც მან სამსახური დაკარგა.

პატიმრობაში ყოფნისას ალექსანდრეს ნებართვა მისცეს, რომ მეუღლისთვის დაერეკა და წერილები მიეწერა ხოლმე. გალინა იხსენებს, როგორ ამხნევებდა მეუღლე მას ამ რთულ პერიოდში, ის ამბობს: „ალექსანდრე ხშირად მახსენებდა, რომ სანამ იეჰოვა გვერდით გვყავს, არაფრის არ უნდა გვეშინოდეს“.

ახლა ალექსანდრე და გალინა ერთად არიან. გვჯერა, რომ იეჰოვა მათ კვლავაც დაუჭერს მხარს, რათა ერთგულად განაგრძონ მსახურება. ჩვენ კი არ შევწყვეტთ მათთვის ლოცვას, ვინც რწმენის გამოა დაპატიმრებული (1 პეტრე 4:7).