30 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ალექსანდრე სალნიკოვს ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს
2024 წლის 22 აგვისტოს ორჯონიკიძის რაიონულმა სასამართლომ (ჩელიაბინსკის ოლქი, ქალაქი მაგნიტოგორსკი) დამნაშავედ ცნო ალექსანდრე სალნიკოვი და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
გვიხარია იმის ცოდნა, რომ ჩვენი გულუხვი ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, განვივითაროთ ისეთი თვისებები, რომლებიც ნებისმიერ განსაცდელს აგვატანინებს (გალატელები 5:22, 23).
დროის დიაგრამა
2023 წლის 18 აპრილი
აღიძრა სასამართლო საქმე. ბრალად დასდეს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით შეხვედრების ორგანიზება.
2023 წლის 20 აპრილი
გაჩხრიკეს რამდენიმე სახლი მაგნიტოგორსკში, მათ შორის ალექსანდრეს სახლიც. ალექსანდრე დააკავეს და დასაკითხად დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2023 წლის 22 აპრილი
გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2024 წლის 14 მაისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2024 წლის 22 აგვისტო
დამნაშავედ ცნეს და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.