8 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ალექსანდრე შევჩუკი ციხიდან გაათავისუფლეს
2023 წლის 3 ნოემბერს ალექსანდრე შევჩუკი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სასჯელი სრულად მოიხადა. 2019 წელს მან თითქმის ხუთი თვე გაატარა წინასწარ პატიმრობაში, 2022 წლის 25 აგვისტოს კი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა შეუფარდეს.
სანამ დააკავებდნენ, ალექსანდრემ აღნიშნა, რა ეხმარებოდა სასამართლო პროცესების დროს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში: „ყოველთვის მახსოვს, რომ სულიერ ბრძოლაში ვარ ჩაბმული, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ვცდილობ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო, რომ სხვებთან იეჰოვაზე ვისაუბრო. ეს მეხმარება, ჩემს მდგომარეობაში სიხარული შევინარჩუნო“.
როგორც ალექსანდრემ აღნიშნა, პატიმრობის დროს ხშირად ფიქრობდა 91-ე ფსალმუნზე, რაც ნუგეშს ჰგვრიდა. მე-15 მუხლში იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს ჰპირდება: „ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ. მასთან ვიქნები გასაჭირში. ვიხსნი და განვადიდებ“.
წარსულში რელიგიური ნიშნით ალექსანდრეს ოჯახის წევრებიც იდევნებოდნენ. 1951 წელს მისი დიდი პაპა-ბებია დაახლოებით 10 000 სხვა იეჰოვას მოწმესთან ერთად ციმბირში გადაასახლეს. ალექსანდრეს მშობლებიც სწორედ იქ დაიბადნენ.
გვამხნევებს ალექსანდრეს, მისი ოჯახისა და ყველა იმ იეჰოვას მოწმის მაგალითები, რომლებიც იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად ბოლომდე ერთგულებას ინარჩუნებენ (1 თესალონიკელები 1:2, 3).