1 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ალექსანდრე ჩაგანს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
2024 წლის 29 თებერვალს ტოლიატის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ (სამარის ოლქი) დამნაშავედ ცნო ალექსანდრე ჩაგანი და მას რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.
ზოგადი ინფორმაცია
ვლოცულობთ, რომ იეჰოვა დაეხმაროს ალექსანდრეს და ყველა მის გულმოდგინე მსახურს (ფსალმუნი 119:135, 139).
დროის დიაგრამა
4 მარტი, 2022
გაჩხრიკეს ალექსანდრეს სახლი.
14 სექტემბერი, 2022
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
21 სექტემბერი, 2022
მეორედ გაჩხრიკეს ალექსანდრეს სახლი.
22 სექტემბერი, 2022
დაკითხეს და ერთი ღამით განყოფილებაში დატოვეს.
23 სექტემბერი, 2022
გაათავისუფლეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
23 აგვისტო, 2023
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
29 თებერვალი, 2024
დამნაშავედ ცნეს და რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს
a ინტერვიუ აღებულია განაჩენის გამოცხადებამდე.