2021 წლის 5 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ალექსეი ერშოვს გულგატეხილობასთან ბრძოლაში პირადი შესწავლა და ლოცვა ეხმარება
დროის დიაგრამა
სევერსკის საქალაქო სასამართლო მალე განაჩენს გამოიტანს ალექსეი ერშოვის საქმეზე. a პროკურორმა მისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
2021 წლის 22 ივნისი
საქმე სევერსკის საქალაქო სასამართლოს (ტომსკის ოლქი) გადაეცა.
2021 წლის 30 მარტი
ერთი მამაკაცის ვიდეოჩანაწერების საფუძველზე, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე დაინტერესებულად ასაღებდა თავს, ალექსეის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.
2020 წლის 14 ივლისი
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და საგამოძიებო კომისიის თანამშრომლები ალექსეის სახლში შეიჭრნენ და 7 საათის მანძილზე ატარებდნენ ჩხრეკას. მათ ალექსეის ჩამოართვეს საბანკო ბარათები, ელექტრონული მოწყობილობები, ბიბლიები, პასპორტები და Wi-Fi როუტერები.
ზოგადი ინფორმაცია
ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და ლოცვა ძალას აძლევს და ანუგეშებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს. ფსალმუნის 9:9-ში ჩაწერილი სიტყვები გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა იქნება თავშესაფარი ჩაგრულთათვის, საიმედო თავშესაფარი გაჭირვების ჟამს“.
a განაჩენის გამოტანის ზუსტი თარიღი ყოველთვის არ არის წინასწარ ცნობილი.