2022 წლის 9 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ანდრეი დანიელიანს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს
2022 წლის 7 ნოემბერს რუბცოვსკის საქალაქო სასამართლომ (ალტაის მხარე) დამნაშავედ ცნო ანდრეი დანიელიანი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის განაჩენის გამოცხადებისთანავე გადაიყვანეს საპატიმროში.
დროის დიაგრამა
2021 წლის 25 მაისი
რამდენიმეთვიანი მოსმენებისა და თვალთვალის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ანდრეის წინააღმდეგ.
2021 წლის 26 მაისი
გაჩხრიკეს ანდრეის სახლი, რის შემდეგაც ის და მისი მეუღლე დააკავეს და დაკითხვა მოუწყვეს. ანდრეის გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2022 წლის 13 ივლისი
მას ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.
2022 წლის 5 სექტემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2022 წლის 7 ნოემბერი
ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
ზოგადი ინფორმაცია
გვამხნევებს ანდრეისა და იმ და-ძმების მაგალითები, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ღვთისადმი ერთგულება გამოავლინონ (1 ტიმოთე 4:8).
a ინტერვიუ აღებულია განაჩენის გამოცხადებამდე.