არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანდრეი ოხრიმჩუკი

2021 წლის 3 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ანდრეი ოხრიმჩუკი იეჰოვას ძალაზეა მინდობილი

ანდრეი ოხრიმჩუკი იეჰოვას ძალაზეა მინდობილი

განახლებული ინფორმაცია | 2022 წლის 3 თებერვალს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანდრეი ოხრიმჩუკის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის შეფარდებული ოთხწლიანი პირობითი სასჯელი. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 22 მაისი

    ნიღბიანმა სამართალდამცავებმა დილაადრიან ანდრეის სახლსა და მანქანაში ჩხრეკა ჩაატარეს.

  2. 2020 წლის 29 ოქტომბერი

    ანდრეის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მას ბრალად დასდეს უკანონო რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობა და ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის მხარდაჭერა.

  3. 2021 წლის 5 აპრილი

    დაიწყო ანდრეის სასამართლო საქმის მოსმენა.

  4. 2021 წლის 2 აგვისტო

    დონის როსტოვში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ ანდრეი ოხრიმჩუკი დამნაშავედ ცნო და ოთხწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

  5. 2021 წლის 4 ოქტომბერი

    როსტოვის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანდრეის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის გამოტანილი განაჩენი.

ზოგადი ინფორმაცია

რუსეთში ჩვენი და-ძმები ძლიერ რწმენას ავლენენ, რითაც თითოეულს მისაბაძ მაგალითს გვაძლევენ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ანდრეი და მისი ოჯახი ღირსეულად აიტანენ განსაცდელს, რადგან ბოლომდე ენდობიან ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას (ფსალმუნი 37:5).