2018 წლის 27 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო 70 წლის არკადია აკოფიანს დამნაშავედ ცნობს
პრახლადნის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ოლეგ გოლოვაშკომ, 27 დეკემბერს, ხუთშაბათს, გამოაცხადა ძმა არკადია აკოფიანის სასამართლო განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 70 წლის ყოფილ მკერავს, ამჟამად პენსიონერ არკადია აკოფიანს, დაეკისრა 120 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება. განაჩენი ეფუძნებოდა უსაფუძვლო ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ის ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელებას ავალებდა მათ, ვინც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები.
მართალია, ძმა აკოფიანს პატიმრობა არ შეუფარდეს, მაგრამ აღნიშნული განაჩენიც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ამიტომ ამ განაჩენს მისი ადვოკატები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ახლო მომავალში ველით სასამართლო გადაწყვეტილებას დენის კრისტენსენის საქმის თაობაზე. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც ანუგეშოს და ძალა მისცეს რუსეთში რწმენის გამო დაპატიმრებულ ჩვენს და-ძმებს (2 თესალონიკელები 2:16, 17).