არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 20 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა არკადია აკოფიანის ბოლო სასამართლო საქმის მოსმენა, 21 დეკემბერი

ძმა არკადია აკოფიანის ბოლო სასამართლო საქმის მოსმენა, 21 დეკემბერი

2018 წლის მაისში მოსამართლემ რუსეთის ფედერაციის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრს დაავალა, შეესწავლა ძმა არკადია აკოფიანის მოხსენების ჩანაწერი. 2018 წლის 4 დეკემბერს სასამართლომ წარადგინა ექსპერტიზის ეგრეთ წოდებული შედეგები, რომლის მიხედვითაც, თითქოს ძმა აკოფიანი თავისი განცხადებებით სიძულვილს აღვივებდა. ცნობილი არაა, გამოიტანს თუ არა მოსამართლე საბოლოო განაჩენს 21 დეკემბერს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძმა არკადიას დიდ ფულად ჯარიმას დააკისრებენ ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებენ.

ძმა არკადია აკოფიანი ერთ-ერთია რუსეთში მცხოვრები იმ 100-ზე მეტი იეჰოვას მოწმიდან, რომელთაც რწმენის გამო სისხლის სამართლის დანაშაულში ედებათ ბრალი. გამუდმებით ვლოცულობთ, რომ ძლიერი რწმენის მქონე ამ და-ძმებმა შეინარჩუნონ შინაგანი სიმშვიდე, რომლის მოცემაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია (ეფესოელები 6:11—14, 23).