არჩეულ მასალაზე გადასვლა

ციხიდან გათავისუფლებული არსენ ავანესოვი დედასთან ერთად

11 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

არსენ ავანესოვი ციხიდან გაათავისუფლეს

არსენ ავანესოვი ციხიდან გაათავისუფლეს

2024 წლის 9 ოქტომბერს არსენ ავანესოვი ციხიდან გაათავისუფლეს. ის 2021 წლის 29 ივლისს დამნაშავედ ცნეს და ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა შეუფარდეს. განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მას სასჯელი შვიდ წლამდე გაუხანგრძლივეს. იმის გათვალისწინებით, რომ არსენმა ორ წელზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, მას სასჯელი სრულად მოხდილად ეთვლება.

არსენის მამაც, ვილენ ავანესოვიც შვილთან ერთად გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ვილენ ავანესოვი 2024 წლის 9 თებერვალს გაათავისუფლეს.

არსენს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბოლომდე იეჰოვასადმი ერთგულება შეენარჩუნებინა და ეს აძლევდა მოთმინების ძალას. მან თავისი გამოსვლა სასამართლოზე ამ სიტყვებით დაასრულა: „იეჰოვას ერთგულება აღუთქვი. დავპირდი, რომ მთელი ცხოვრება მას ვემსახურებოდი და ჩემს პირობას ბოლომდე შევასრულებ! ამ განსაცდელებმა ჩემი რწმენა კი არ შეარყია, არამედ გააძლიერა“.

გვიხარია, რომ არსენი ოჯახს დაუბრუნდა. კვლავაც განვაგრძობთ ლოცვას პატიმრობაში დარჩენილი თანაქრისტიანებისთვის. მართალია, ცოტა ხნით დამწუხრებულები ვართ განსაცდელების გამო, მაგრამ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ამ ყოველივეს დიდი კურთხევები მოჰყვება (1 პეტრე 1:6, 7).