არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა სემიონ ბაიბაკი

2020 წლის 25 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ახალგაზრდა ძმა სემიონ ბაიბაკს რწმენის გამო სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა

ახალგაზრდა ძმა სემიონ ბაიბაკს რწმენის გამო სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა

სავარაუდო სასჯელი

2020 წლის 18 დეკემბერს a დონის როსტოვში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ძმა სემიონ ბაიბაკის საქმეზე. პროკურორი სასამართლოსგან ითხოვს, რომ სემიონს ოთხწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდონ.

ზოგადი ინფორმაცია

სემიონ ბაიბაკი

  • დაიბადა: 1997 წელს (დონის როსტოვში)

  • ბიოგრაფია: ჰყავს უფროსი და-ძმა. შეისწავლა ჩინური ენა და ახლა თავად მუშაობს ჩინური ენის მასწავლებლად. უყვარს პოეზია და ლექსების წერა.

  • ჭეშმარიტება მშობლებისგან გაიგო ჯერ კიდევ ბავშვობაში. მშობლებმა ბიბლიური პრინციპების სიყვარული პატარაობიდანვე ჩაუნერგეს. რწმენის საფუძველზე უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. 2015—2017 წლებში გაიარა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური ბავშვთა კლინიკაში, სადაც ასრულებდა სანიტარულ საქმეს.

სასამართლო საქმე

2019 წლის 22 მაისს ექსტრემიზმთან ბრძოლის ადგილობრივი განყოფილების ოფიცრებმა რეიდები მოაწყვეს იეჰოვას მოწმეთა 13 სახლში ქალაქ დონის როსტოვში. ორი კვირის შემდეგ, 2019 წლის 6 ივნისს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სემიონის წინააღმდეგ. მალევე ის დააკავეს და ერთი დღით დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, შემდეგ კი სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა. თავდაპირველად მისი სასჯელი რვა კვირით განისაზღვრა, თუმცა მოგვიანებით პატიმრობის ვადა შვიდჯერ გაუხანგრძლივეს.

თავიდან სამართალდამცავებმა სემიონი რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობასა და ბიბლიური ცნობის სხვებისთვის გაზიარებაში დაადანაშაულეს. 2019 წლის ნოემბერში კი მას „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის დაფინანსების ბრალიც წაუყენეს.

მართალია, რუსეთში გრძელდება ჩვენი და-ძმების დევნა, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა, „მშვიდობის ღმერთი“, კვლავ უზრუნველყოფს მათ ყველაფრით, რაც საჭიროა მისი „ნების შესასრულებლად“ (ებრაელები 13:20, 21).

a შესაძლოა შეიცვალოს.