არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა სერგეი რაიმანი და მისი მეუღლე, ვალერია

2020 წლის 7 სექტემბერი
რუსეთი

ახალგაზრდა წყვილი გამამტყუნებელ განაჩენს ელის რუსეთში

ახალგაზრდა წყვილი გამამტყუნებელ განაჩენს ელის რუსეთში

სავარაუდო სასჯელი

2020 წლის 16 სექტემბერს a სვერდლოვსკის რაიონული სასამართლო (ქალაქი კოსტრომა) განაჩენს გამოაცხადებს ძმა სერგეი რაიმანისა და მისი მეუღლის, ვალერიას საქმეზე. თითოეულ მათგანს შვიდწლიანი პირობითი სასჯელი ემუქრება.

ზოგადი ინფორმაცია

სერგეი რაიმანი

  • დაიბადა: 1996 წელს (ქალაქი კინეშმა, ივანოვოს ოლქი)

  • ბიოგრაფია: სწავლობდა სამშენებლო საქმიანობას ტექნიკურ სასწავლებელში და გახდა ინტერიერის დიზაინერი. მან ბებიის დახმარებით განივითარა ბიბლიური პრინციპების სიყვარული და პატივისცემა. ვალერიაზე 2015 წელს დაქორწინდა. უყვარს მზარეულობა და თხილამურებით სრიალი.

ვალერია რაიმანი

  • დაიბადა: 1993 წელს (ქალაქი შარია, კოსტრომის ოლქი)

  • ბიოგრაფია: მამა ათი წლის ასაკში გარდაეცვალა. ღვთის შესახებ ცოდნა დედისაგან მიიღო. პროფესიით არის სტილისტი.

სასამართლო საქმე

2018 წლის 25 ივლისს, დილით ადრე, შეიარაღებულმა სპეცრაზმელებმა ძალაყინის გამოყენებით შეამტვრიეს რაიმანების სახლის კარი. პოლიციელებმა ცოლ-ქმარი დააკავეს. და ვალერიამ ორი დღე გაატარა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. ძმა სერგეი კი 59 დღით ჩასვეს სამარტოო იზოლატორში. სამართალდამცავებმა სერგეის და ვალერიას იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა შეუზღუდეს. გარდა ამისა, მათ არ შეუძლიათ სახლიდან გასვლა საღამოობით. ასეთი სტრესული ვითარება უარყოფითად აისახა მათ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე.

ეს ახალგაზრდა წყვილი ახლა სასამართლო განაჩენის მოლოდინშია. ვლოცულობთ, რომ მათ გაბედულება და სიმტკიცე შეინარჩუნონ და მიენდონ იეჰოვას, რომელიც არასოდეს შეწყვეტს მათ მხარდაჭერას (იესო ნავეს ძე 1:9).

a შესაძლოა შეიცვალოს