არჩეულ მასალაზე გადასვლა

დიმიტრი ტერებილოვი დაკავებამდე. მარცხნივ: დიმიტრი საკანში სასამართლო მოსმენის დროს.

12 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
რუსეთი

ახალი ბრალდება დიმიტრი ტერებილოვის წინააღმდეგ

ახალი ბრალდება დიმიტრი ტერებილოვის წინააღმდეგ

2023 წლის 20 აპრილს სამართალდამცავებმა ახალი ბრალდება წაუყენეს დიმიტრი ტერებილოვს, რომელიც 2021 წლის სექტემბრიდან რწმენის გამო იმყოფება ციხეში და სამწლიან სასჯელს იხდის. 2017 წელს რუსეთში ჩვენი საქმიანობის აკრძალვიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დაპატიმრებულ იეჰოვას მოწმეს პატიმრებთან ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობის გამო ბრალდება წაუყენეს. იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალეულობა დაუმტკიცდება, დამატებით რვა წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

რაც მეტად იმატებს რუსეთში დევნა, მით მეტად ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა კვლავაც მისცემს ჩვენს და-ძმებს ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7).