2022 წლის 2 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
„ახლა უკვე ორგანიზაციის ისტორიის ნაწილი ვარ“
2022 წლის 26 ივლისს სნეჟინსკის საქალაქო სასამართლომ (ჩელიაბინსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ილია ოლენინი. პროკურორი ითხოვდა, რომ მისთვის ექვსწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებინათ, თუმცა სასამართლომ მას მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა 500 000 რუბლის (8 150$) ოდენობით.
დროის დიაგრამა
2017 წლის 17 აპრილი
გახსენების საღამოს მსვლელობისას დარბაზში ფე-ეს-ბეს თანამშრომლები შეიჭრნენ. ილიას „მისიონერული საქმის შესრულება“ დასდეს ბრალად, თუმცა საქმე მალევე დაიხურა.
2020 წლის 30 ნოემბერი
ილიას სახლში ჩხრეკა მოაწყვეს.
2021 წლის 8 სექტემბერი
ილიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 27 ოქტომბერი
ილიას სახლში მეორედ ჩაატარეს ჩხრეკა. ის დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2022 წლის 23 მაისი
დაიწყო სასამართლო პროცესი.
ზოგადი ინფორმაცია
გვეამაყება, რომ ილია და სხვა ძვირფასი და-ძმები ამართლებენ ჩვენს სახელს და ამოწმებენ ჩვენი დიდებული ღმერთის, იეჰოვას შესახებ (ესაია 43:10).