2021 წლის 17 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ბირობიჯანში მცხოვრებ ტატიანა ზაგულინას ბოროტმოქმედებაში ედება ბრალი
სავარაუდო სასჯელი
ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონული სასამართლო მალე განაჩენს გამოაცხადებს და ტატიანა ზაგულინას საქმეზე. a პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მისთვის.
ზოგადი ინფორმაცია
ტატიანა ზაგულინა
დაიბადა: 1984 წელს სოფელ სელეკციონაიაში (ტრანს-ბაიკალის ტერიტორია).
ბიოგრაფია: შეისწავლა ტანსაცმლის დიზაინერობა. მუშაობდა მანიკურის სპეციალისტად, აგრეთვე მკერავად, ძირითადად, საქორწინო კაბების გადაკეთებაზე. უყვარს ფრენბურთი, მაგიდის ტენისი, ცეკვა და ქსოვა.
ყოველთვის ხიბლავდა ბუნება და სჯეროდა, რომ სიცოცხლეს დასაბამი შემოქმედმა მისცა. სწორედ ამან აღძრა, შეესწავლა ბიბლია იეჰოვას მოწმეებთან. 2010 წელს მოინათლა. 2012 წელს დაქორწინდა დიმიტრიზე.
სასამართლო საქმე
2018 წლის 17 მაისს 150-მა სამართალდამცავმა ჩაატარა ჩხრეკა იეჰოვას მოწმეების 22 სახლში. სამართალდამცავებმა ამ ოპერაციას „სასამართლოს დღე“ დაარქვეს. რის შემდეგაც ადგილობრივმა საგამომძიებლო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 22 და-ძმის წინააღმდეგ. 2020 წლის 6 თებერვალს, ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით, 6 დის წინააღმდეგ აღიძრა საქმე, მათ შორის იყო ტატიანაც.
სასამართლო პროცესები ტატიანას საქმეზე 2020 წლის 17 სექტემბერს დაიწყო. განაჩენის გამოტანამდე ტატიანას აკრძალული აქვს ქალაქიდან გასვლა. გარდა ამისა, დაბლოკილია მისი საბანკო ანგარიშები.
ტატიანა ამბობს, რომ ლოცვა და კარგი სულიერი განრიგი ეხმარება მას, გაუმკლავდეს შექმნილ მდგომარეობას და განაგრძოს ქადაგება და საკუთარი რწმენის დაცვა. ის აღნიშნავს: „როცა პოლიციამ კარზე ბრახუნი ატეხა, ძალიან შემეშინდა, მაგრამ მაშინვე ვილოცე. ლოცვის შემდეგ კი დავმშვიდდი“.
ჩხრეკის დროს ტატიანამ ერთ-ერთ ოფიცერს უთხრა, რომ იმ წუთებში მას რწმენა უფრო გაუძლიერდა. როცა ოფიცერი მიზეზით დაინტერესდა, ტატიანამ მიუგო, რომ მან იგრძნო, როგორ სრულდებოდა იესოს სიტყვები, რომლებიც იოანეს 15:20-ში წერია: „მონა თავის ბატონზე მეტი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან“. ტატიანა გვიყვება: „ერთმა ოფიცერმა მითხრა, რომ ჩემი სიტყვებიდან გამომდინარე, იმ ჯარისკაცად გრძნობდა თავს, რომელმაც იესოს წამებაში მიიღო მონაწილეობა. იმ დროს არა მხოლოდ ის ვიგრძენი, რომ ჩემი რწმენა გაძლიერდა, არამედ შინაგანად სიმშვიდე და სიხარული დამეუფლა. ვგრძნობდი, რომ იეჰოვა მედგა მხარში“. სასამართლო პროცესების დასაწყისში ტატიანა ცოტას ნერვიულობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ილოცა გაბედულებისთვის, როგორც თავად ამბობს, შეძლო დამაჯერებლად საუბარი“.
ვემადლიერებით იეჰოვას, რადგან ის მხარს უჭერს და კურთხევებს არ აკლებს რუსეთში მცხოვრებ და-ძმებს, როლებიც რწმენას, სიყვარულსა და მოთმინებას ავლენენ (1 თესალონიკელები 1:2, 3).
a განაჩენის გამოტანის ზუსტი თარიღი ყოველთვის არაა წინასწარ ცნობილი.