2021 წლის 5 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | ანატოლი გორბუნოვს გამუდმებული ლოცვა ეხმარება, არ დაკარგოს სიხარული
ამა წლის 21 ივნისს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანატოლი გორბუნოვის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის გამოტანილი განაჩენი. მას დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მალე კოლონიაში გადაიყვანენ.
2022 წლის 2 თებერვალს ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ (კრასნოიარსკის მხარე) დამნაშავედ ცნო ანატოლი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მისთვის გამოტანილი სასჯელი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
დროის დიაგრამა
2021 წლის 9 თებერვალი
სასამართლომ ანატოლის საქმის განხილვა დაიწყო.
2020 წლის 15 სექტემბერი
ანატოლის სახლში მეორედ ჩაატარეს ჩხრეკა. სამართალდამცავებმა მას ბინის გასაღები ჩამოართვეს.
2020 წლის 25 მარტი
ანატოლის ოფიციალურად წაუყენეს სისხლის სამართლის ბრალდება. მას ბრალი დასდეს აკრძალული რელიგიური ორგანიზაციის შეხვედრების ორგანიზების გამო.
2018 წლის 7 ნოემბერი
დილაადრიან ანატოლის ბინა გაჩხრიკეს. სამართალდამცავებმა ჩამოართვეს ნოუთბუქი, პლანშეტი, მეხსიერების ბარათი, მყარი დისკი და ორი ტელეფონი. ანატოლი რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომისიის განყოფილებაში გადაიყვანეს და ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ზოგადი ინფორმაცია
ანატოლი თავის ოჯახთან ერთად კვლავ აგრძელებს ლოცვას და იეჰოვაზე ამყარებს იმედს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა, თავის მხრივ, ამოუდგება მათ მხარში და დაეხმარება, არ დაკარგონ სიხარული (ფსალმუნი 25:1, 2).