2022 წლის 28 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | ანა საფრონოვას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
2017 წლის შემდეგ ეს არის ჩვენი დებისთვის გამოტანილი ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი სასჯელი
2022 წლის 14 აპრილს ასტრახანის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანა საფრონოვას საჩივარი. ის კვლავ პატიმრობაში რჩება.
2022 წლის 25 იანვარს ტრუსოვის რაიონულმა სასამართლომ (ასტრახანის ოლქი) დამნაშავედ ცნო 56 წლის ანა საფრონოვა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დაუყოვნებლივ საერთო რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.
დროის დიაგრამა
2021 წლის 28 მაისი
ანას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 2 ივნისი
სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს ანას ბინაში, სადაც ის 81 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. ამის შემდეგ ანა დააკავეს.
2021 წლის 3 ივნისი
ანა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მას სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სასეირნოდ მისცეს, ისიც დღეში ერთი საათით, 09:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე.
2021 წლის 10 ივნისი
ის ექსტრემისტთა სიას დაამატეს და ყველა საბანკო ანგარიში გაუყინეს.
2022 წლის 24 იანვარი
სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს ანამ აღნიშნა: „მათეს 5:44-დან ვიგებთ, რომ იესომ თავის მიმდევრებს დაუბარა, ჰყვარებოდათ მტრები და ელოცათ მდევნელებისთვის. რატომ მოიქცა ასე? რადგან ბევრია ისეთი შემთხვევა, რომ ერთ დროს ჩვენი მდევნელი, იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარა.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფე-ეს-ბეს ოფიცრებიდან, გამომძიებლებიდან, დაცვის თანამშრომლებიდან, ადვოკატებისა და სხვებისგან, ვისთანაც შეხება მქონია, ერთს მაინც დააფიქრებს ჩემი სიტყვები თუ საქციელი და დამოკიდებულებას შეიცვლის იეჰოვას მოწმეების მიმართ. რამხელა ბედნიერება იქნება, თუ ვინმე მაინც მოინდომებს ბიბლიის წაკითხვას, კითხვებზე პასუხების მიღებას, ღვთის გაცნობას და ბოლოს, ვინ იცის, იქნებ ღვთის მსახურიც გახდეს“.
2022 წლის 25 იანვარი
ანა დამნაშავედ ცნეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
ზოგადი ინფორმაცია
ძალიან გვამხნევებენ რუსეთსა და ყირიმში მცხოვრები ჩვენი და-ძმები, რომლებიც ერთგულებას ინარჩუნებენ. მათ მაგალითზე ფიქრი ჩვენც გვეხმარება, სრულად მივენდოთ იეჰოვას განსაცდელების დროს (2 თესალონიკელები 1:4).
a ინტერვიუ აღებულია ანას დაპატიმრებამდე.