არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანდრეი ვლასოვი

2022 წლის 2 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | ანდრეი ვლასოვი პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს

განახლებული ინფორმაცია | ანდრეი ვლასოვი პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს

2022 წლის 26 ივლისს კემეროვოს საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანდრეი ვლასოვის საჩივარი. ის კვლავ ციხეში რჩება.

ამა წლის 23 მაისს ქალაქ პროკოპიევსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანდრეი და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 2 ივლისი

    ანდრეის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ის ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

  2. 2020 წლის 12 ივლისი

    ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა ანდრეის ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. მას ჩამოართვეს ბიბლიები და ელექტრონული მოწყობილობები. მისი მეუღლე ნატალია დაჰკითხეს, ანდრეი კი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2020 წლის 14 ივლისი

    ის გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  4. 2021 წლის 9 ივნისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

ანდრეი და რუსეთსა და ყირიმში მცხოვრები სხვა ძვირფასი და-ძმები სიხარულს არ კარგავენ და მტკიცე რწმენას ინარჩუნებენ. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი და-ძმების მხარდამხარ მსახურება (2 კორინთელები 1:24).