2021 წლის 18 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | ანდრეი ლედიაიკინს იეჰოვასთან და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა მატებს ძალას
ამა წლის 26 აპრილს სევერსკის საქალაქო სასამართლომ (ტომსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ძმა ანდრეი ლედიაიკინი და ორი წლითა და ორით თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
დროის დიაგრამა
2021 წლის 12 ივლისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა ანდრეის საქმეზე.
2021 წლის 30 მარტი
ანდრეის ბრალად დასდეს ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობა.
2021 წლის 29 მარტი
ანდრეის აეკრძალა საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება.
2021 წლის 25 მარტი
ანდრეის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ მიზეზით ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.
2020 წლის 14 ივლისი
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა და ორმა პოლიციელმა სამუშაოზე დააპატიმრეს ანდრეი. მოგვიანებით მათ ანდრეის სახლიც გაჩხრიკეს. ჩხრეკა 12 საათს გაგრძელდა.
2020 წლის მარტი და აპრილი
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტმა თავი დაინტერესებულად გაასაღა და ანდრეისთან და სხვა იეჰოვას მოწმეებთან საუბრის ვიდეოჩანაწერები გააკეთა.
ზოგადი ინფორმაცია
როგორ გაძლიერებს თანაქრისტიანებთან მეგობრობა?
და-ძმები იმდენად დიდ სიყვარულს იჩენენ ჩემდამი, რომ ზოგჯერ მადლიერების სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. ჩვენს დიდ ოჯახში ყველას ისე მიაქვს გულთან შენი ტკივილი, როგორც საკუთარი.
ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, რომ ამ რთულ დროს იეჰოვა მზრუნველობას არ აკლებს ანდრეის (ფსალმუნი 4:3).