2021 წლის 16 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ჩვენს ექვს და-ძმას დევნის ატანის ძალას აძლევს
ამა წლის 25 აგვისტოს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (სარანსკი) დამნაშავედ ცნო დენის ანტონოვი, ვლადიმერ ატრიახინი, ალექსანდრე კოროლევი, გეორგი ნიკულინი, ელენა ნიკულინა და ალექსანდრე შევჩუკი. დენისს, ალექსანდრე კოროლევსა და ალექსანდრე შევჩუკს ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, გეორგისა და ელენას — ოთხი წლითა და ორი თვით, ხოლო ვლადიმერს — ექვსი წლით. განაჩენი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
დროის დიაგრამა
2021 წლის 11 ივნისი
გაიმართა პირველი მოსმენა ლენინსკის რაიონულ სასამართლოში.
2021 წლის 2 აპრილი
ელენას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. მას ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და სხვების გადაბირება ედება ბრალად.
2021 წლის 31 მარტი
ვლადიმერს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. მას ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება ედება ბრალად.
2019 წლის 2 ივლისი
ალექსანდრე შევჩუკი და გეორგი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მათ საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.
2019 წლის 28 მარტი
ვლადიმერი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.
2019 წლის 8 თებერვალი
ალექსანდრე შევჩუკი, ვლადიმერი და გეორგი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2019 წლის 4 თებერვალი
ფე-ეს-ბემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჩვენი ექვსი და-ძმის წინააღმდეგ და ბრალად დასდო ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც გამოავლენს უსაზღვრო სიყვარულს თავისი ერთგული მსახურების მიმართ რუსეთში, რომლებიც სრულად ენდობიან მას (დაბადება 32:10).