2021 წლის 20 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | დაღესტანში დაკავებული სამი ძმა და ერთი და იეჰოვას მხარდაჭერას გრძნობენ
2022 წლის 24 ნოემბერს კიროვის რაიონულმა სასამართლომ (მაჰაჩყალა, დაღესტნის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო მარათ აბდულგალიმოვი, არსენ აბდულაევი, ანტონ დერგალევი და მარია კარპოვა. თითოეულს ექვსიდან ექვსწელიწად-ნახევრის ვადით პირობითი სასჯელი შეეფარდა. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2020 წლის 27 მაისი
მარათი, არსენი, ანტონი და მარია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, სადაც 362 დღე ჰყავდათ დაკავებული, შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2019 წლის 4 ივნისი
სოვეტსკის რაიონულმა სასამართლომ (მაჰაჩყალა) ოთხივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა.
2019 წლის 1 ივნისი
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა დაღესტანში 13 იეჰოვას მოწმის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
2019 წლის 27 მაისი
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მარათის, არსენის, ანტონისა და მარიას წინააღმდეგ.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა გაამართლებს თავისი სახელის მნიშვნელობას და იმად იქცევა, რადაც საჭიროა თავისი ხალხის მხარდასაჭერად და დასაცავად (გამოსვლა 3:14).