2022 წლის 21 სექტემბერი | განახლებული ინფორმაცია: 2023 წლის 19 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | „იეჰოვამ თავისი მხარდაჭერა მაგრძნობინა“
2023 წლის 17 იანვარს ავტოზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ (ნიჟნი-ნოვგოროდი) დამნაშავედ ცნო გევორგ გევორქიანი და ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2019 წლის 17 ივლისი
პოლიციამ გევორგის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მას ელექტრონული მოწყობილობები და დოკუმენტაცია ჩამოართვეს.
2019 წლის 18 ივლისი
გევორგი სამსახურში დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ათი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
2021 წლის 26 აგვისტო
მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2021 წლის 24 ნოემბერი
მას ბრალად დასდეს იეჰოვას მოწმეთა შეხვედრების ჩატარება.
2022 წლის 26 იანვარი
მისი საქმე პროკურატურას დაუბრუნდა.
ზოგადი ინფორმაცია
გევორგის მსგავსად, მოდი ყოველთვის გვახსოვდეს, რომ „მსგავს სატანჯველს [ჩვენი] საძმოც ხვდება“. ეს დაგვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანას და მტკიცე რწმენა შევინარჩუნოთ (1 პეტრე 5:9).